logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: დადიან რეგიონებში და ამბობენ, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ ვარიანტი „ბ“, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა და ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას
- +

11 მაისი. 2021. 18:30

 

 

„მერის მოადგილე პარტიული თანამდებობაა, არჩევანი უნდა გააკეთონ - ან საქმე აკეთონ, ან თავიანთ პარტიულ თანამდებობას მიხედონ“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა მერების მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ადამიანები საქმის კეთების ნაცვლად გადასულები იყვნენ კონკრეტული პარტიის თუ პირის აგიტაციაზე.

 

„რამდენიმე თანამდებობის პირმა დატოვა თანამდებობა და რამდენიმე კიდევ გაათავისუფლეს, იმიტომ, რომ როგორც გამათავისუფლებლებმა განმარტეს, ეს ადამიანები საქმის კეთების ნაცვლად ბოლო პერიოდში გადასული იყვნენ კონკრეტული პარტიის თუ პირის აგიტაციაზე. უამრავი საქმეა გასაკეთებელი, რაიონებში, რეგიონებში, გაზაფხულია, ახლა იწყება მიწათმოქმედების სამუშაოები და იმის ნაცვლად რომ საქმეს მიხედონ, ისინი გადასული იყვნენ პარტიულ საქმიანობაზე. მერის მოადგილე, ზოგადად არის პარტიული თანამდებობა, შესაბამისად, არჩევანი უნდა გააკეთონ - ან საქმე აკეთონ, ან თავიანთ პარტიულ თანამდებობას მიხედონ. ოდესმე თუ ეღირსებათ და გაიმარჯვებენ, რაც არ დადგება, ამ შემთხვევაში ექნებათ საშუალება, მერებიც იყვნენ, მოადგილეებიც, პარლამენტის თავმჯდომარეებიც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

რაც შეეხება დასასრულის დასაწყისს, სოზარ სუბარის თქმით, ამ ადამიანებმა თავიდან სხვა რიხით დაიწყეს მუშაობა, თუმცა ბოლო პერიოდში მიხვდნენ რომ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ძალიან უცნაური და სამარცხვინო კამპანია დაიწყეს.

 

„ხმამაღლა ამას არ ამბობენ, მაგრამ რეალურად, დადიან ყველგან რეგიონებში და ამბობენ, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ ვარიანტი „ბ“, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა და ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რაც არის ტყუილი. შეუძლებელია, მხარდაჭერა ჰქონდეს მოსახლეობისგან და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან იმ გუნდს, რომელმაც უბრალოდ ღალატი ჩაიდინა იმ მომენტში, როდესაც გუნდის ერთიანობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner