logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ახალი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, საბაბსაც კი არ დატოვებს არჩევნების გაყალბებაზე
- +

11 მაისი. 2021. 19:16

 

 

„ვფიქრობ, რომ საერთო პოზიციების შეჯერებას მოვახერხებთ იმ პაკეტზე, რომელიც ახლა განიხილება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საფუძველი 2020 წელსაც არ არსებობდა, მაგრამ ახალი ცვლილებები საბაბსაც კი არ დატოვებს არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ.

საუბარია იმაზე, რომ იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში სამივე დონეზე, ასევე შემოდის უბნების გადათვლის მექანიზმი შემთხვევითი გადათვლის პრინციპი, უბნების მინიმუმ 10 პროცენტი იქნება გადათვლილი.

 ამას ნულამდე დაჰყავს ყოველგვარი შანსიც კი რაიმე მანიპულაციის. აქედან გამომდინარე, არანაირი კითხვები არ რჩება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც არის შემოთავაზებული“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მსჯელობენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner