logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია
- +

11 მაისი. 2021. 20:23

 

 

ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ნიკა მელია თუ გმირია, ეს ყველაფერი და ასეთი განცხადებები აჩვენებს ამ პოლიტიკური პარტიის ბუნებას. მანდელასთან შედარებები და ეს რაღაცები არის ღიმილისმომგვრელი და ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

 

ყველამ იცის, რომ ნიკა მელია არის პოლიტკრიმინალი, შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი, რომლის ადგილი წესით პოლიტიკაში არ უნდა იყოს, თუმცა ეს არის მოცემულობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner