logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ნიკა მელიას დაკავებისას ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა, შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო ამ ყველაფერს მხედველობაში მიიღებს
- +

12 მაისი. 2021. 14:33

 

 

„უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, შეიტანოს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, ნიკა მელიას მიერ სტრასბურგში შეტანილ საჩივარზე საუბრისას განაცხადა.

 

„ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ძალიან ბევრი ვიდეომტკიცებულება არის, შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამ ყველაფერს მხედველობაში. ნებისმიერი საქმე, რომელიც მოქალაქეს შეაქვს სტრასბურგში, ეს არის საქმე ქვეყნის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას შერცხვა, რომ ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ ერქვას ამ საქმეს, მაშინ მაშინ არ უნდა შეეტანა“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

ნიკა მელიას ადვოკატების ინფორმაციით, სარჩელი ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, რაც კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევას გულისხმობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner