logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ამ ადამიანებს ერთი მხრივ პრეტენზია აქვთ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და მეორე მხრივ, ზოგი ბიუჯეტის ქურდია, ზოგი პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდა
- +

12 მაისი. 2021. 21:37

 

„48 მილიონს რომ ადამიანი მოიპარავს საკუთარი აქტივისტებისთვის, გაფლანგავს საკუთარი მიზნებისთვის და იმის ნამუსი არ აქვს, კიდევ ევროპაში არ ირბინოს“, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიასა და გიგი უგულავას მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

 

„პირიქით კარგია, რაც უფრო მეტი შეიტანს ასეთ სარჩელს, მით უკეთესი საქართველოსთვის. უბრალოდ, საერთაშორისო დონეზე თავს მოჭრიან ჩვენს ქვეყანას. ამ ადამიანებს ერთი მხრივ პრეტენზია აქვთ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და მეორე მხრივ, ზოგი ბიუჯეტის ქურდია,ზოგი პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდა. შეიტანონ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner