logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, ფრაქციის შექმნით მოხდა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაციის აღიარება
- +

14 მაისი. 2021. 02:38

 

 

„გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციას სუბიექტური, ვიწროპარტიული ინტერესები ჰქონდა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნები, მათ მოუწიათ ამის გაკეთება მაშინ, როცა შემოვიდნენ პარლამენტში, როცა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და ეს დასტურდება დღევანდელი გადაწყვეტილებით, როცა კონკრეტულმა ჯგუფმა შექმნა ფრაქცია. გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ. დღეს პრაქტიკულად, ირიბად, მაგრამ მთლიანობაში რეალურად ფრაქციის შექმნით, მოხდა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაციის აღიარება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner