logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილეც ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს
- +

14 მაისი. 2021. 13:01

 

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუ ყველა მხარე თანხმდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი უნდა იყოს, მაშინ მისი მოადგილეც ნეიტრალური უნდა იყოს.

 

„მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ გვინდა, ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს ნეიტრალური და დანიშვნის პროცესი ნეიტრალურისკენ წავიდეს, მოადგილეც ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს, რადგან თუ თავმჯდომარე მოვალეობას არ ასრულებს, ამ დროს მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას და გამოდის, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული პირი იქნება, რაც სამართლებრივად სისტემაში არ ჯდება. ამაზე ვიმსჯელებთ, პროფესიული ნიშნით არჩევის შემთხვევაში პარტიულობა გამოირიცხება. 1 ნოემბრის ღამეს თუ გავიხსენებთ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკო-ში ახტა პრესკონფერენციის დროს და ჩაშლას ცდილობდა, პარტიული წევრები არიან პარტიული წევრები და ეს არის რეალობა“, - აცხადებს პაპუაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner