logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: არც მქონია ოდესმე განცდა, რომ ამ ხალხისთვის საქართველოს მოქალაქეობა რამე განსაკუთრებულს ნიშნავს
- +

14 მაისი. 2021. 15:17

 

„არც მქონია ოდესმე განცდა, რომ ეს ხალხი საქართველოს მოყვარული ხალხია და საქართველოს მოქალაქეობა მათთვის რამე განსაკუთრებულს ნიშნავს“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შეფასებისას განაცხადა.

 

„შესაბამისად, პირადი კარიერის მოწყობისთვის შეიძლება იყოს ეს ნაბიჯი გადადგმული მათი მხრიდან. ასეთია მათი დამოკიდებულება. შესაბამისად, ნამდვილად არ მიკვირს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

შეგახსენებთ, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თავისივე სურვილით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner