logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მათ საქართველოსთან ბმა დიდ ღირებულად არ მიჩნიათ
- +

14 მაისი. 2021. 16:23

 

 

 

„ადეიშვილისა და სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მიანიშნებს, რომ მათ საკუთარ ცხოვრებაში საქართველოსთან ბმა დიდ ღირებულად არ მიჩნიათ“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამაში უცნაური და გასაკვირი არაფერია.

 

„არც მქონია ოდესმე განცდა, რომ ეს ხალხი საქართველოს მოყვარული ხალხია და საქართველოს მოქალაქეობა მათთვის რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა. შესაბამისად, პირადი კარიერის მოწყობისთვის შეიძლება იყოს ეს ნაბიჯი გადადგმული. მსგავსი მერკანტილური დამოკიდებულებებით ადამიანებისგან, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა დიდი ღირებულება არ არის, ნამდვილად არ მიკვირს და არაფერი უცნაური ამაში არ არის. უფრო მნიშვნელოვანია მათი გაკეთებული საქმეები, საქართველოს ღირებულებების სისტემის წინააღმდეგ, რომელიც არა ერთი გვინახავს: ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული სამართლებრივი სისტემის დასაზიანებლად გადადგმული ნაბიჯები, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ის ზიანი, რომელიც ზოგადად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შავ ლაქად დაამჩნიეს ბევრი მიმართულებით.

 

ადეიშვილისა და სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მიანიშნებს, რომ მათ საკუთარ ცხოვრებაში საქართველოსთან ბმა მაინცდამაინც დიდ ღირებულად არ მიჩნიათ, რომ არაფერი ვთქვათ მათი ღირებულებების ქართულ ღირებულებებთან არაათავსებადობაზე. ეს არის პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ წინა ხელისუფლებას ჰქონდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კითხვაზე, ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა რა გავლენას იქონიებს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე, სარჯველაძემ უპასუხა: „გარკვეული უმნიშვნელო კორექტივები შეიძლება შეიტანოს, მაგრამ ეს თვისობრივ ცვლილებას დანაშაულზე რეაგირების მიმართულებით ვერ შეიტანს. საბოლოო ჯამში, ეს ვერ შეუშლის ხელს სასჯელის აღსრულებას“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner