logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა „ნაცმოძრაობაზე“: თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ და შემოუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, ეს კარგი იქნება, რადგან ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია
- +

15 მაისი. 2021. 15:30

 

 

პარლამენტის თავმდომარის კახა კუჭავას განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება საპარლამენტო ცხოვრებას, ეს კარგი იქნება, რადგან ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია.

 

„პარლამენტის ინტერსებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი. 150 ადგილი აუცილებელია, რომ შევსებული იყოს პარლამენტში და საპარლამენტო ტრიბუნიდან თითოეული ამომრჩეველის ხმა ისმოდეს. ამიტომ, თუ საბოლოოდ მაინც მიიღებენ გადაწყვეტილებას და ისინი შემოუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ჯანსაღი კრიტიკა, რომლის ადგილიც ზუსტად პარლამენტია“, - აცხადებს კახა კუჭავა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner