logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ნებისმიერს, ვინც ჩათვლის, რომ მისთვის გიორგი გახარიას გუნდი უფრო მისაღებია, შეუძლია, „ქართული ოცნებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება ხვალ და ზეგაც მიიღოს
- +

15 მაისი. 2021. 16:29

 

 

„უმრავლესობიდან ექვსი წევრი გავიდა, რადგან ჩათვალეს, რომ ისინი გახარიას გუნდის წევრები არიან. ეს მათი უფლება იყო“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ კონკრეტული დეპუტატები პარლამენტში „ქართული ოცნების“ სახელით შევიდნენ, არავის აძლევს საფუძველს, რომ გუნდიდან გასვლა აუკრძალოს.

 

„ის, რომ ადრე „ქართული ოცნებით“ იყვნენ პარლამენტში არჩეული, არ აძლევს საფუძველს ვინმეს, აუკრძალოს მათ გუნდიდან გასვლა. ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ჩათვლის, რომ მისთვის ის გუნდი უფრო მისაღებია, ხვალაც და შეიძლება, ზეგაც მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ამის საფუძველი დღეს არ არსებობს, ამიტომ, თითოეული ასეთი განცხადება ინტერესის საგანი იქნება თქვენთვის მესმის, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ უნდა ვნახოთ. ეს ხდებოდა ადრეც და მოხდება ხვალაც“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner