logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვევა
- +

16 მაისი. 2021. 11:38

 

კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კახა კუჭავამ ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საინტერესო შეხვედრებს გამართავს.

 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი თავმჯდომარის რანგში ბრიუსელში გაიმართება, ძალიან საინტერესო შეხვედრებია ჩანიშნული. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დელეგაციას გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ასევე ვხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, - განაცხადა კუჭავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner