logo_geo
eng_logo
NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოსა და უკრაინის გენშტაბის მეთაურებიც დაესწრებიან
- +

18 მაისი. 2021. 13:36

 

NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოსა და უკრაინის გენშტაბის მეთაურებიც დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცლებს.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის წევრები დღევანდელ სხდომაზე NATO-ს სამომავლო გამოწვევებთან ადაპტაციის ინიციატივას „NATO 2030“-ს განიხილავენ.

 

როგორც სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის თავმჯდომარე სტიუარტ პიჩმა განაცხადა, NATO-ს ადაპტაცია აუცილებელია, რადგან ალიანსის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას. მათ შორის სტიუარტმა დაასახელა რუსეთი.

 

„აგრესიული და გაძლიერებული ავტორიტატული ძალები, არასახელისუფლებო აქტორები და ტერორისტები გამოწვევის წინაშე აყენებენ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესებს. რუსეთი აგრძელებს აგრესიულ და დესტაბილიზაციურ ქცევას. მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სამხედროების გაძლიერებას უკრაინის საზღვარზე, რაც ახლაც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ რუსეთის მხრიდან სამხედროების რიცხვის ნაწილობირვი შემცირება, ათობით ათასი ჯარისკაცი და მათი აღჭურვილობა უკრაინის საზღვრებთან კვლავ რჩება. რუსეთი ცდილობს, დააწესოს შეზღუდვები შავ ზღვაში. მათ შორის ცდილობს ქერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვასთან წვდომის შეზღუდვას. ამიტომ, NATO-მ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე და წვდომა ყველა რელევანტურ ზღვასა და საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ამასთან ერთად, სტიუარტ პიჩის თქმით, NATO ღიას ტოვებს საკომუნიკაციო არხებს რუსეთთან, მათ შორის NATO-რუსეთის საბჭოში. დღესვე ალიანსში მწუხარება გამოთქვეს, რომ რუსეთმა უარი თქვა NATO-ს ინიციატივაზე, გაიმართოს NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრა.

 

„ჩვენ მივისწრაფვით რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ, როდესაც ამის საშუალებას მოგვცემს რუსეთის ქცევა“, – განაცხადა სტიურატ პიჩმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner