logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში
- +

18 მაისი. 2021. 15:23

 

„ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ულოცავენ შეთანხმების ხელმომწერებს იმ არჩევანს, რომელიც უალტერნატივოა. პარლამენტში უნდა ისმოდეს ამომრჩევლის ხმა, საკითხების განხილვა უნდა ხდებოდეს პარლამენტში და ჩვენი ევროპელი პარტნიორები მოუწოდებენ ყველა არჩეულ პარლამენტარს მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში ვიზიტს მართავს.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ქართველ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია აქვთ.

 

„საქართველოს ამბიციური გეგმების განსახორციელებლად სჭირდება პარლამენტი, რომელიც სრულფასოვნად იმუშავებს. პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში. ვიმედოვნებ, ამასაც მალე მივაღწევთ და ქართველი ხალხი, ჩვენი პარტნიორები იხილავენ შევსებულ 150 ადგილს პარლამენტში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner