logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა
- +

18 მაისი. 2021. 15:26

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი იყო. მხარეებმა ყურადღება იმ განაცხადზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველო 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

 

ხაზი გაესვა ჟან მონეს დიალოგს და აღინიშნა , რომ ერთობლივი ძალისხმევით, ამ პროცესში საქართველო მიაღწევს იმ შედეგებს, რომელიც სამაგალითო გახდება სხვა ქვეყნებისთვის. დევიდ მაკალისტერმა კახა კუჭავას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

„ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. ის დაიმედებულია იმ პროცესებით, რომელსაც აკვირდება და კარგად არის გათვითცნობიერებული მიმდინარე საკითხებში. მას სურვილი აქვს, რომ ისეთივე პროგრესი ვაჩვენოთ, როგორც ეს ბოლო კვირების განმავლობაში ვაჩვენეთ - როგორც ქვეყანამ, შევძელით, დაგვემტკიცებინა ევროპისთვის, რომ ვართ პროდასავლური, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატია. 2024 წლისთვის განცხადების წარდგენის კუთხით, ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა არა მხოლოდ მისგან, არამედ ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner