logo_geo
eng_logo
ვახტანგ შაქარიშვილი: მელია, რომელსაც ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, სააკაშვილთან გაიქცა დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად
- +

18 მაისი. 2021. 16:07

 

 

„ნიკა მელია, რომელსაც თითქოსდა დესტაბილიზაციის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, მალევე გაიქცა სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად“, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვახტანგ შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იცოდეს, რომ მათ მხარდაჭერას ცნობილი კრიმინალები ისევ ქვეყნის არევისა და სახელმწიფოზე შეტევისთვის იყენებენ.

 

„ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, რომელითაც, კაპიტოლიუმზე შეტევა არის ამბოხი და დამნაშავეები მკაცრად ისჯებიან, ხოლო საქართველოს პარლამენტზე თავდამსხმელი და სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული ადამიანები პოლიტპატიმრებად იწოდებიან. ევროკავშირმა უნდა იცოდეს, რომ მათ მხარდაჭერას ცნობილი კრიმინალები ისევ ქვეყნის არევისა და სახელმწიფოზე შეტევისთვის იყენებენ. კრიმინალების პოლიტიკაში შენარჩუნებით შეფერხდა ქვეყნის განვითარება და ეს კარგს მომავალშიც არაფერს მოგვიტანს“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner