logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ცესკო-ს მოქმედი პროფესიული წევრების ხელახლა დანიშვნის საკითხი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა
- +

18 მაისი. 2021. 17:59

 

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკო-ს მოქმედი პროფესიული წევრების ხელახლა დანიშვნის საკითხი სამივე შეხვედრაზე შალვა შავგულიძემ წამოაყენა.

 

„სამივე შეხვედრაზე ითქვა, რომ 19 აპრილის დოკუმენტში ეს საკითხი ასახული არაა. მან სცადა, ეთქვა, რომ ეს რამენაირად გამომდინარეობს დოკუმენტის სულისკვეთებიდან, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. შეხვედრებზე ოპოზიციის წარმომადგენლებმავე განუმარტეს მას, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner