logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი „ევროპულ საქართველოზე“: პოლიტიკურ პენსიაზე ვადაზე ადრე მოუწიათ გასვლა
- +

18 მაისი. 2021. 23:07

 

 

„დადგა დღე, როდესაც პოლიტიკურ პენსიაზე ვადაზე ადრე მოუწიათ გასვლა“,- ასე გამოეხმაურა  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

 

„ევროპული საქართველო“ პენსიონერებს ემუქრებოდა, საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით ჰქონდათ ნეგატიური დამოკიდებულება და დაგროვებით პენსიაზე ძალიან წინააღმდეგობრივი პოზიციები ჰქონდათ, თუმცა დადგა დღე, როდესაც მათ პოლიტიკურ პენსიაზე ვადაზე ადრე მოუწიათ გასვლა. ეს ბუნებრივიც იყო, ვინაიდან, ამ ჯგუფებს არანაირი სიმპათია ჩვენს საზოგადოებაში არ აქვთ. პოლიტიკურად არ აქვთ არანაირი რეიტინგი და საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არ არის პოზიტიური“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner