logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: შუქრუთელმა მოშიმშილეებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს - მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე სწორედ დიალოგის გზით შეთანხმება შედგა
- +

10 ივნისი. 2021. 14:10

 

„მინდა გამოვეხმაურო სასიხარულო ინფორმაციას - რამდენიმე საათის წინ შუქრუთელმა მოშიმშილეებმა, რომლებიც 110 დღის განმავლობაში პროტესტს გამოთქვამდნენ, შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯემენტთან შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება შედგა სწორედ დიალოგის გზით და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

„ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესია, რომ დაცული იქნას შეთანხმების ყველა პირობა, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორც ჩვენი შუქრუთელი მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებასთან, ასევე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი საწარმოს შემდგომი საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა მინისტრმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner