logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტს
- +

11 ივნისი. 2021. 11:35

 

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს იმ სისრულეს, რომლითაც ის უნდა ასახულიყო შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას.

 

„ჩვენი კანონპროექტი არის სრულყოფილი. ის ზუსტად ეხება იმ პერიოდსა და იმ ქმედებებს, რომელზეც საუბარი იყო. თუ ვინმეს არ სურს, რომ ამნისტია შეეხოს, ვუტოვებთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ ამაზე უარი განაცხადოს“, - აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

პარლამენტში დღეს ოპოზიციის მიერ წარდგენილ ამნისტიის კანონპროექტს კენჭს უყრიან. საკითხი სხდომაზე პირველი მოსმენით გავა. უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტს არ ექნება მმართველი გუნდის მხარდაჭერა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი 9 ივნისს დაუჭირა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner