logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამოსავალი პრინციპია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება
- +

19 ივნისი. 2021. 15:58

 

„ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის კონკრეტული გამოწვევების შესაბამისად მოქმედება, რომელიც შესაძლებელია, არსებობდეს კონკრეტულ სახელისუფლებო რგოლთან მიმართებაში და ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება. ჩვენ ვიმოქმედებთ ამის შესაბამისად“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აშშ-ის ელჩის განცხადების საპასუხოდ.

 

„ჩვენ ყურადღებით ვისმენთ, ვიღებთ კონკრეტულ მოსაზრებებს, ასევე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან. მთავარი არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ. ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება“, - აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner