logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ღირსების არჩევნები 2012 წელს უკვე იყო და საზოგადოებამ „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ ძალიან მკაცრი განაჩენი გამოიტანა
- +

22 ივნისი. 2021. 15:47

 

 

დიმიტრი ხუნდაძე პლენალურ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძეს განცხადებას გამოეხმაურა.

 

„თურმე, მისი ისტორია 20 ივნისიდან იწყება, ეს ჰგავს იმას, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყებოდა. მათ დაივიწყეს 26 მაისი, 7 ივნისი და „იმედში“ შევარდნა. რა თქმა უნდა, 20 ივნისს ჰქონდა პოლიტიკური შეცდომები, როცა რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა, მაგრამ ამ პროცესის მართვა, რომ აგრესიით დაიწყო ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაული იყო. ქალბატონი ანა ამბობს, რომ 2021 წლის არჩევნები იქნება ეროვნული ღირსების არჩევნები, ასეთი ღირსების არჩვენები 2012 წელს უკვე იყო და საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ძალიან მკაცრი განაჩენი გამოიტანა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა: „20 ივნისი არ არის და არ იქნება წარსული, ვიდრე თქვენი ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ხელისუფლებაში“. მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნები იქნება ტესტი დემოკრატიისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner