logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ეს ჭიჭე, ჯუნიორი თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე, გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, გაბოროტებული კახა კალაძეს ეცა
- +

22 ივნისი. 2021. 16:05

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ცილისმწამებლური უწოდა.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან დეტალურად განმარტა, რა სქემა შეიმუშავა თბილისის მერიამ, რათა დედაქალაქში არსებული ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები ახალი და ეკოლოგიურად სუფთა სამარშრუტო ტაქსებით ჩანაცვლდეს.

 

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„ეს ჭიჭე, ჯუნიორი თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს. გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ხუთი ქალბატონი მოიყვანა, ოთხი მერე ჩვენ ჩაგვეხუტა, მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს და ისევ სიცრუე. საზოგადოებას რომ სიმართლე ვუთხრათ, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები - ამათი სიმბოლო, რაც ყველანაირად გამოუსადეგარი და მოძველებული იყო, ვთქვით, რომ უნდა ჩანაცვლდეს, მაგრამ იმ კომპანიამ, რომელსაც ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი, თქვა, რომ მათი ჩანაცვლების ფინანსური საშუალება არ გვაქვსო. ამიტომ, შეიმუშავეს სქემა და თბილისის ბიუჯეტის საფუძველზე, 36 მილიონად იყიდეს 300 ერთეული მიკროავტობუსი ისე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ფასი არ გაზრდილიყო. შემდეგ, მიაქირავეს კომპანიას, რომ საბოლოოდ გამოისყიდოს. მათ გამოისყიდეს აღნიშნული 300 მიკროავტობუსი. ისევ ხდება დამატებით 300 ერთეულის შესყიდვა, რომელსაც ისევ გამოისყიდის კომპანია და ასევე დამატებით 400 ერთეულ სამარშრუტო ტაქსს იყიდის. საბოლოო ჯამში, თბილისში 1 000 ერთეული ახალი, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი იმოძრავებს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დედაქალაქის მერმა სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების ოპერაციით, რომელიც ე.წ. „ყვითელი მარშრუტკების“ „ლურჯი მარშრუტკებით“ შეცვლას ეხება, ჩვეულებრივი კორუფციული თაღლითობა განახორციელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner