logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ამაზე დიდი უზნეობა არ არსებობს, როცა საკუთარი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას იყენებ პოლიტიკური ქულების დასაწერად
- +

22 ივნისი. 2021. 16:58

 

 

„ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად დავიწყეთ მუშაობა სოციალურ კოდექსზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული, ამაზე მუშაობა დავიწყეთ, რათა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და ნაკლები სივრცე დავტოვოთ სოციალური თემატიკით პოლიტიკური სპეკულაციისათვის, მე ვფიქრობ ამაზე დიდი უზნეობა არ არსებობს, როცა საკუთარი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას იყენებ პოლიტიკური ქულების დასაწერად“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

„სოციალური კოდექსი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას სჭირდება, ასევე აუცილებლად პოლიტიკურ ჯგუფებს სჭირდებათ, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქციონ და მრავალშვილიანი ოჯახები არ შეაწუხონ, მით უმეტეს იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ვინც მათ სტატუსი გაუუქმა და ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრიან, ასევე არ შეაწუხონ ხანდაზმულები და ესტაფეტა არ გამართონ, რამდენი პოლიტიკური ჯგუფი, რამდენჯერ მეტ პენსიას შესთავაზებს, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს სოციალურ კოდექსზე მუშაობა. იმუშავეთ, ჩაერთეთ ამ პროცესში და ქვეყანა დალაგდება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner