logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნის შემუშავებაში ჩაერთოს
- +

23 ივლისი. 2021. 18:12

 

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს. მმართველი პარტია მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ 26 ივლისს ჩანიშნულ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში, რომელზეც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა მოისმინონ და დაამტკიცონ.

 

„ორშაბათს, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ დასკვნის განხილვაში. თუ კვლავაც მიგაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევით დისკუსიას და სცადეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება. სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება, როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა“, - აღნიშნულია განცხადებაში

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner