logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ნიკა მელიას არანაირი შანსი არ აქვს
- +

24 ივლისი. 2021. 16:55

 

„ნიკა მელიას კანდიდატურაც დესტაბილიზაციისთვისაა შერჩეული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„ნიკა მელიას არანაირი შანსი არ აქვს, რადგან საზოგადოება, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, არანაირად არ ესწრაფვის დესტაბილიზაციას. ნიკა მელიას კანდიდატურაც სწორედ ამ კუთხითაა შერჩეული. ეს არის ის რეალობა, რასაც დღეს თვალი უნდა გავუსწოროთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner