logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მმართველობის დამკვიდრება
- +

30 ივლისი. 2021. 17:36

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მმართველობის დამკვიდრება.

 

„ნებისმიერ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დემოკრატიაა, ერთმანეთისგან მიჯნავენ ტრადიციულ და არატრადიციულ პარტიებს, რომლებთანაც ტრადიციული პარტიები კოალიციის შექმნას გამორიცხავენ. ამის მიზეზია პრინციპული და ღირებულებითი შეუთავსებლობა. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა - ჩვენ და ჩვენს მხარდამჭერებს გვაქვს ღირებულებითი და პრინციპული შეუთავსებლობა კონკრეტულ პარტიებთან. როგორც კი დავინახავთ, რომ ეს პრობლემა აღარ არსებობს, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კოალიციური მმართველობის დამკვიდრება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner