logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს - ვერა
- +

30 ივლისი. 2021. 17:39

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, შესაძლებელია თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობასთან“ ან გიორგი გახარიასთან კოალიციური პარტნიორობის ჩამოყალიბება.

 

„ნაცმოძრაობასთან“ პოტენციური კოალიციური პარტნიორობა აბსოლუტურად გამორიცხულია. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რომელიც გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალში არ აღმოიფხვრება. რაც შეეხება გახარიას, პოლიტიკაში არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ რიგდება მოღალატესთან. ასე რომ, ეს გამორიცხულია. თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს - ვერა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner