logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია წინა საპარლამენტო არჩევნების გამეორება და გაუმჯობესება, თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კამპანიაზე
- +

30 ივლისი. 2021. 17:48

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

 

„დღევანდელი შიდა კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება და გაუმჯობესებაც კი. არ ვგულისხმობ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც კიდევ უფრო მეტი შედეგი გვქონდა. დღევანდელი მოცემულობაა, რომ შეგვიძლია ამ შედეგის გამეორება და გაუმჯობესება, თუმცა, წინაა ორი თვე და საარჩევნო კამპანია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კამპანიაზე და, რაც მთავარია, ბევრი რამ იქნება საზოგადოებაზე დამოკიდებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დეტალურად, ნახეთ ამ ბმულზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner