logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ ხელს თუ მოაწერს მიშელის დოკუმენტს, კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ ეს მათთვის მანიპულაციის საშუალებაა
- +

2 აგვისტო. 2021. 11:27

 

 

„მოლაპარაკებების შანსი ყოველთვის არის და უნდა იყოს, რადგან ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას.

 

„მაგრამ აშკარად ვატყობთ, რომ ჩვენი ოპონენტები არანაირად არ არიან მოწოდებულნი სტაბილურობის რაღაც გარემო მაინც შექმნან. თუნდაც იმ საკითხებზე მოვილაპარაკოთ, რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსი, რომლის განხილვასაც არათუ უგანეს, არც დაესწრნენ და საბოტაჟის რეჟიმში არიან ისევ. მიშელის დოკუმენტი, საერთოდ იგნორირებული დოკუმენტი რატომ მოაგონდათ ახლა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც ამ დოკუმენტშია საუბარი, მუშაობა მიმდინარეობს. არის თემები, რომლებსაც კიდევ გაგრძელდება და პარტიებს შორის კონსულტაციები სჭირდება. უბრალოდ, პარტიას ვერ ვხედავ მეორე მხარეს, ეს არის საბოტაჟის მოსურნე ჯგუფი, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. მათთვის მიშელის დოკუმენტი რაღაც ფურცელია, რომელსაც, როცა სჭირდებათ, მაშინ აფრიალებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ამასთან, შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მიაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, „ქართული ოცნება“ ისევ მიუერთდება თუ არა მას, ვოლსკიმ აღნიშნა:

 

 „იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რად ღირს ეს დოკუმენტი მათთვის. ეს არაფერი არ არის, ცარიელი ფურცელია და მანიპულაციის საშუალება. ხან ხელს აწერენ, ხან ხელს არ აწერენ. მაგრამ მთავარი საკითხებია, მაგალითად საარჩევნო კოდექსი და სასამართლო რეფორმა, არათუ მონაწილეობას არ იღებდნენ არასდროს ამ თემაში, ან თემის გამოყენება დესტაბილიზაციისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. ხელმოწერით ან ხელის მოწერის გარეშე არ იცვლება არსი პოლიტიკური ძალის. ესენი არიან დესტრუქციული, დესტაბილიზაციის მომხრე კონკრეტული ადამიანები კონკრეტული მიზნით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner