logo_geo
eng_logo
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად მოწესრიგდება
- +

2 აგვისტო. 2021. 17:15

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის და მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.

 

საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება ის წესიც, რომ პატიმრობის კოდექსით დადგენილი სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ გავრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაში.

 

შემოთავაზებული ცვლილებებით, ბრალდებულს და მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება, მათ შორის, სამარტოო საკანში ყოფნისას, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას და სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტის ძირითადი არსი ბრალდებულის და მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner