logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს
- +

3 აგვისტო. 2021. 00:02

 

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძლიერი და აქედან გამომდინარე, მის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს  განუცხადა.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რაც შეეხება, ის არის ძლიერი ინსტიტუტი და ის არის დარტყმის საგანი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, ამ ფეიკნიუსებით ხდება ამ დარტყმების განხორციელება. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძლიერი და აქედან გამომდინარე, მის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს. ეს არის ის სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. თუ რამეს სჭირდება გამოძიება, შესაბამისი უწყებები არიან ამაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner