logo_geo
eng_logo
გიორგი ტყემალაძე: გაგრძელდება ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
- +

3 აგვისტო. 2021. 00:46

 

 

„გაგრძელდება ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, რომელიც თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა.

 

„ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ყველა ის პროექტი, თუ რეფორმა, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისში განხორციელდა, კიდევ უფრო მასშტაბური და ხელშესახები გახდება ჩვენი ქალაქის მცხოვრებთათვის. გაგრძელდება ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner