logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები
- +

3 აგვისტო. 2021. 01:11

 

 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში“, - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც IRI-ისთვის საველე სამუშაოებს ასრულებს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წინა არჩევნების დროს სულ იყო სპეკულაციები ამ კვლევებიდან გამომდინარე, თუმცა არასდროს მართლდებოდა, რასაც ამბობდა ოპოზიცია.

ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში. ეს არის ჩვენი მონაცემი. დეტალებში აღარ შევალ. ყველაფერი გამოჩნდება 2 ოქტომბერს, როდესაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს 64-ვვე მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner