logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი ოპოზიციაზე: ერთმანეთი კიდევ უფრო ეზიზღებათ, ვიდრე ვეზიზღებით ჩვენ
- +

3 აგვისტო. 2021. 22:20

 

 

„ის მუქარები, რაც მათგან მოდიოდა, ვერცერთი ვერ შეასრულეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ხელაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

 

„პირველი იყო, რომ უნდობლობის კვოტუმის ინიცირებას მოახდენდნენ პარლამენტში, მერე იმუქრებოდნენ, რომ შექმნიდნენ ჩრდილოვან კაბინეტს და შექმნიდნენ საგამოძიებო კომისიას. ვერცერთი ვერ შეასრულეს, რადგან ვერ შეძლეს სულ რამდენიმე ათეული დეპუტატის მობილიზება, ვერ შეძლეს ერთმანეთში კოორდინირება და შეთანხმების მიღწევა. ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ერთმანეთი კიდევ უფრო ეზიზღებათ, ვიდრე ვეზიზღებით ჩვენ“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner