logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: 2030 წლისთვის იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას
- +

4 აგვისტო. 2021. 13:36

 

 

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 

მინისტრის ინფორმაციით, 2021 და 2022 წლებში საქართველოს მასშტაბით, ოთხი ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება, 2023 წლამდე კი საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს კიდევ 10 სოფელს მოემსახურება.

 

,,ინტენსიურად განვავითარებთ თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ, სტუმრების კომფორტზე ორიენტირებულ და შშმ პირებზე სრულად მორგებულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც 2030 წელს ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მომსახურების მიღებას ყველა მუნიციპალიტეტში, მასთან ყველაზე ახლოს მდებარე იუსტიციის სახლში“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის სახლის დამატებითი ფილიალები თბილისშიც აშენდება, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სერვისებზე მეტ ხელმისაწვდომობასა და მომხმარებელთა ნაკადების განტვირთვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner