logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრი: მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება
- +

4 აგვისტო. 2021. 13:44

 

 

მიწის რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე, იუსტიციის მინისტრმა, ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

 

რატი ბრეგაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების ერთი მესამედი რეგისტრაციას საჭიროებს. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება მოცემულ პერიოდში იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება".

 

მინისტრის ინფორმაციით, ,,მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მიწის ფონდის რეგისტრაციის პროცესი სრულად დასრულდება, აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი და შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა“.

 

მიწის რეგისტრაციის გამარტივებულმა პროცედურებმა და უფასო სარეგისტრაციო მომსახურებამ მოსახლეობისთვის მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახადა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner