logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ სრულიად კომიკურად ანულირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ალბათ, ასევე მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგა, ამნისტიასთან დაკავშირებით
- +

9 სექტემბერი. 2021. 22:08

 

 

„ეს არის ნიკა მელიას არჩევანი, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას საბოლოოდ მოუწევს ხელი მოაწეროს 20 ივნისის საქმეზე ამნისტიას.

 

„ეს არის მისი არჩევანი, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე, ამ შემთხვევაში მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი. მე შეგახსენებთ, რომ ის ასევე ამბობდა თავის დროზე, რომ არ მოაწერდა ხელს მიშელის დოკუმენტს, საბოლოო ჯამში, სრულიად კომიკურად ანულირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ასევე ალბათ, მოუწევს მას ამ ნაბიჯის გადადგა, როცა საქმე საქმეზე მიდგება ამნისტიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner