logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი გახარიაზე: როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხვალ გადის ტესტის გაკეთების ვადა, კარგი იქნება, თუ ხვალ მოასწრებენ გაკეთებას და დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვისაც მნიშვნელოვანია
- +

9 სექტემბერი. 2021. 22:38

 

 

„არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ არ გაიკეთებენ ტესტს, გასაგებია მათ აქვთ რაღაც დასაფარი, მაგრამ, არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ გაიკეთებენ, ოღონდ არ დაასახელეს ვადა“, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის გაკეთების შესახებ დასმულ კითხვას.

 

მისი თქმით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხვალ გადის ეს ვადა და კარგი იქნება თუ ხვალ მოასწრებენ ტესტის გაკეთებას და დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვისაც მნიშვნელოვანია.

 

„არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ ისინი არ გაიკეთებენ ტესტს, გასაგებია მათ აქვთ რაღაც დასაფარი, მაგრამ, არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს რომ გაიკეთებენ, ოღონდ არ დაასახელეს ვადა. ნარკოლოგიაში ცნობილია, რომ არის გარკვეული ვადა, რის შემდეგაც ძალიან ძნელი ხდება აღმოჩენა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხვალ გადის ეს ვადა და კარგი იქნება თუ ხვალ მოასწრებენ ტესტის გაკეთებას და დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვისაც მნიშვნელოვანია.

 

კახი არის სპორტსმენი და არა მარტო მისი სპორტული მოღვაწეობა, მისი მერობის ოთხი წელი უკავშირდება იმას, რომ თბილისში გაჩნდა უამრავი რეკრეაციული სივრცე, ათასზე მეტი პარკი და სკვერი და უამრავი სპორტული მოედანი. ის თავისი ცხოვრების სტილით, მთელი თავისი მოღვაწეობით სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ეწევა. ეს ინიციატივაც არის მოწოდება ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ და კარგი იქნება თუ ამ მაგალითს ჩვენს ახალგაზრდობას მისცემს ყველა ის ადამიანი, ვისაც უნდა რომ თავი წარმოიდგინოს ამ ქალაქის მერად და ამ ქალაქში ახალგაზრდობისთვის იყოს გარკვეულწილად მაგალითის მიმცემი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner