logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ცინიზმია, რომ „ნაცმოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი გვევლინებიან ეკლესიის და აღსარების საიდუმლოს დამცველად
- +

14 სექტემბერი. 2021. 23:34

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით.

 

არ ვიცი, საერთოდ წარმოდგენა თუ აქვს რას ნიშნავს ან აღსარება ან ზიარება. ეს არის ცინიზმი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკანორ მელია წარმოუდგა დღეს ეკლესიის დამცველად. ხალხი, რომლებიც არიან მტრები ეკლესიის. ეს არის მათი ნაბიჯები დადასტურებული, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ხომ ამას კარგად აფასებს და ძალიან კარგად შეაფასებს ამას არჩევნებზე. თუკი ვინმე გასასამართლებელია და პასუხისგებაში მიცემულია უკვე, ეს არიან მათი ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომელთა ექსტრადირება იგეგმება. ე.წ. იმ ქმედებების კასკადის ჩამდენები, როგორიც იყო მაგალითად, გაუპატიურება, წამება... ნიკანორ მელია მეგის ქარდავას თანაგუნდელი იყო, აღსრულების ბიუროს წარმოადგენდა. სადაც ხალს უყიდიდნენ ქონებას და აუბედურებდნენ მათ, მომავალს უკარგავდნენ. ეს ადამიანი, მიშა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გვევლინებიან დღეს ეკლესიის და აღსარების საიდუმლოს დამცველად.

 

უნდა დავსვათ შეკითხვა, ხომ არ განხორციელდა ეს სხვა კერძო პირის მიერ, ხომ არ ჰქონდა ადგილი დაგეგმილ, მიზანმიმართულ, წლების განმავლობაში ისეთ უკანონო ქმედებას, რომელიც შესაძლებელია განხორციელდა თუნდაც პოლიტიკური ჯგუფების, წარმომადგენლების თუ სხვა პირების მიერ. სხვადასხვა ვერსიები უნდა იყოს განხილული. აპრიორი ერთი დასკვნის გაკეთება ეს არ არის სწორი და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი, რასაც თვითონ აკეთებდნენ ამის დაბრალება უნდათ ახლა „ოცნებისთვის““, - განახადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner