logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილს რომ რამის თავი ჰქონდეს აქამდე ჩამოვიდოდა - მხდალია და ამას ვერ იზამს
- +

15 სექტემბერი. 2021. 00:31

 

 

„მიხეილ სააკაშვილს რომ რამე შეეძლოს და რამის თავი ჰქონდეს აქამდე ჩამოვიდოდა და წარდგებოდა საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულების წინაშე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

„თემურ უბირიას და მეგის ქარდავას პრეზიდენტის ჩამოსვლის აქ არავის არ ეშინია. ჩამოვა, ჯერ მეგიზ ქარდავა ჩამოვა, ჩამწერი და და წავა ციხეში, მერე ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი. მის წინაშე დგას ძალაში შესული განაჩენი და წავა ისიც ციხეში. ასე მარტივად იქნება, ოღონდ გაბედოს და ჩამოვიდეს. მხდალია და ყველამ ვიცით, რომ ამას ვერ იზამს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner