logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ სახელმწიფოს დაშლა გამოაცხადა და ამ დროს გახარია გადადგა
- +

17 სექტემბერი. 2021. 10:50

 

 

„ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფოს დაშლა გამოაცხადა და ამ დროს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ადამიანი სჩადის ისეთ საქმეს, რაც არა მარტო პრემიერს არ ეკადრება, არამედ სახელმწიფოს აზიანებს, ასეთ დროს იმაზე საუბარი, ნებით გააკეთა თუ უნებლიეთ, ბავშვური ლაპარაკია.

 

„ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფოს დაშლა გამოაცხადა, სამაჯურის სახეში სროლა (ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის გადაგდება) ერთ-ერთი გამოხატულება იყო და ამ დროს მან გადადგა ეს ნაბიჯი (გახარიას გადადგომა).

 

როდესაც ადამიანი სჩადის ისეთ საქმეს, რაც არა მარტო პრემიერს არ ეკადრება, არამედ სახელმწიფოს აზიანებს, იქ ნებით მოახდინა თუ უნებლიეთ, მართლა იფიქრა, რომ მოდი, 2 დღეს დავაცდი, რომ რაც შეიძლება მეტი ალამუთის დამცველები შეიკრიბონ, რაც შეიძლება მეტი განცხადებები გააკეთოს სააკაშვილმა, იქნებ მოადგეს კიდეც საზღვარს, ეს არ უფიქრია, იცით, იფიქრა, რომ 2 დღე კარგია - ეს ბავშვური ლაპარაკია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება მერის არჩევნებში გიორგი გახარიას მიერ თავისი კანდიდატურის დაყენებას, ვოლსკის აზრით, ესეც მის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებაზე მიუთითებს.

 

„მერის არჩევნებში თავის დაყენება მაშინ, როდესაც იცის, რომ არ უწერია გამარჯვება, ზუსტად იმას ნიშნავს, რაც ახლა ვილაპარაკე. რა გამოდის იცით, მელიას დანამატი გამოვიდა გახარია, შევსება, იქნებ რაღაც ხმები წამოიღოს“, - განაცხადა ვოლსკ

right_banner right_banner
არქივი
right_banner