logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თბილისელები 2 ოქტომბერს ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს
- +

20 სექტემბერი. 2021. 00:38

 

„უნდა დავივიწყოთ მძიმე წარსული და ვიფიქროთ მომავალ განვითარებაზე“, - განაცხადა  თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვისას.

 

კახა კალაძემ მოქალაქის შეკითხვას უპასუხა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ეხებოდა.

 

„რაც ხდებოდა წლების წინ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისაც უხარია ქვეყნის, ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავივიწყოთ ის მძიმე წარსული. უნდა ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, წინსვლაზე, კარგი პროექტების გაკეთებაზე, ჩვენი შვილების, შვილიშვილების მომავალზე და ა.შ. ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას განვითარების, ძალიან დიდ შესაძლებლობები აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, სწორედ სამომავლო გეგმებზე და უკვე გაკეთებულ საქმეებზე აქვს ბევრი სათქმელი და არ აპირებს ოპონენტებზე საუბრით დაკავდეს.

 

„მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია, ჩემი პროგრამა, თუ როგორ წარმომიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და ძალიან ბევრი მაქვს სასაუბრო ამ თემებზე. მე რომ ჩემს ოპონენტებზე საუბრით დავკავდე, ვფიქრობ, თქვენ არ მოგეწონებათ ეს და არც ჩემთვის იქნება სასიამოვნო. არ ვაპირებ ვინმესთან პოლემიკაში შესვლას. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. ამიტომ, 2 ოქტომბერს თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner