logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: გახარიას ექვემდებარებოდა ის უწყებები, რომლებსაც ასეთი ჩანაწერების გაკეთება შეეძლო
- +

20 სექტემბერი. 2021. 11:34

 

 

"გიორგი გახარიას ექვემდებარებოდა მათ შორის ის უწყებები, რომლებსაც შეეძლო გაეკეთებინა ასეთი ჩანაწერები", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„გიორგი გახარიამ შეძლო და გახდა პირველი პოლიტიკოსი, ვისაც ამ ხნის განმავლობაში დაუგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები ან ისეთი პასუხები, რომლებიც უფრო მეტ კითხვას იწვევს. ის თავად იყო შს მინისტრი, იყო პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ექვემდებარებოდა მათ შრის ის უწყებები, რომლებსაც შეეძლო გაეკეთებინა ასეთი ჩანაწერები“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

 

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner