logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს
- +

20 სექტემბერი. 2021. 12:14

 

 

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს.

 

კითხვაზე - „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, პასუხები ასე გადანაწილდა:

 

„ქართული ოცნება“ 49,2%;

 

„ნაციონალური მოძრაობა“ 29,8%;

 

„საქართველოსთვის“ 4,1%;

 

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2,8%;

 

„ლელო“ 2,1%;

 

„პატრიოტთა ალიანსი“ 1,9%;

 

„მესამე ძალა“ 1,2%;

 

„მოქალაქეები“ 1,2%;

 

„ლეიბორისტული პარტია“ 1,1%;

 

„ევროპული საქართველო“ 1,1%;

 

„გირჩი“ 0,6%;

 

სხვა პარტიები 4,9%.

 

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%-ს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner