logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არჩილ ჩიქოვანი 54,1%-ით ლიდერობს
- +

20 სექტემბერი. 2021. 12:35

 

 

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, არჩილ ჩიქოვანი 54,1%-ით ლიდერობს.

 

კითხვაზე - „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ პასუხები ასე განაწილდა:

 

არჩილ ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 54.1%;

 

გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 30.6%;

 

ირაკლი მიქელაძე („საქართველოსთვის“) 4.6%;

 

გიორგი ფუტკარაძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“) 2.1%;

 

ბონდო გუგულაძე („პატრიოტთა ალიანსი“) 1.9%;

 

კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 1.2%;

 

სხვა კანდიდატები 5.5%.

 

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%-ს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner