logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა, „ნაცმოძრაობა“ დაკავებულია საზოგადოებისთვის გონების არევით
- +

20 სექტემბერი. 2021. 12:37

 

 

"12 დღე დარჩა არჩევნებამდე და ატყობთ ეს თემები საიდან, ვისგან და რატომ მოდის და რა ინტერესია ამ ყველაფრის უკან. ეს ხომ არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია საზოგადოებისთვის გონების არევით, შფოთვის შეთანით, დეზინფორმაციით და ა.შ". - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ, რა საჭიროება აქვს ხალხს, აწარმოებენ დეზინფორმაციის კამპანიას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner