logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა, მისი მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა და მელიასთვის გადადგა
- +

20 სექტემბერი. 2021. 19:08

 

 

„ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა, მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა და ნიკა მელიასთვის თანამდებობიდან გადადგა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ნარკოტესტი არა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, არამედ ავსტრიულ კლინიკაში ჩააბარა, რომელსაც „სკანდალი უკავშირდება“.

 

„რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულებას, არ ვიცი, კიდევ რამდენს ხანს შეიძლება ამაზე საუბარი. პრაქტიკულად, მან საზოგადოებას მისცა აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს. როდესაც არ მივიდა სამხარაულის ბიუროში, გაექცა ამ ყველაფერს, მერე გაუგებარ ავსტრიულ კლინიკაში ჩააბარა ტესტი. ერთადერთია მთელ ევროპაში ეს კლინიკა, რომელსაც ტესტირებასთან დაკავშირებით სკანდალი უკავშირდება, ასეთ დროს ყველაფერი დღესავით ნათელია.

 

ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მას შემდეგ გავიგეთ, რაც კალაძემ გააჟღერა თავისი ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მას აქვს ეს პრობლემა. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის ამ პრობლემიდან და ნებისმიერი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ერთ რამეს ვიტყვი - ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა, მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა და ნიკა მელიასთვის თანამდებობიდან გადადგა. ამაზე მეტი პრობლემა ნარკოდამოკიდებულება ვერ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner