logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი საიას სარჩელის უკან
- +

20 სექტემბერი. 2021. 19:41

 

 

„როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საია-ს სარჩელს.

 

მისი თქმით, საიას სარჩელის შეტანა შეეძლო როგორც არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ასევე, არჩევნების შემდეგაც.

 

„ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს. როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. მათ ასეთი სარჩელის შეტანა შეეძლოთ სამი თვის წინ ან სამი თვის შემდეგ. ზუსტად იმ მომენტში შეიტანეს სარჩელი, როდესაც ყველაზე ცხელი დრო იყო საარჩევნო აგიტაციის კუთხით. არავითარი დაბრკოლება მათ არ ჰქონდათ, შეეძლოთ სამი თვის დაგვიანებით შეეტანათ, თუ ისინი ზრუნავდნენ მომდევნო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან, რაზედაც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner