logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე: ჩემთვის მძიმე წარმოსადგენია გახარია სააკაშვილის გვერდით
- +

20 სექტემბერი. 2021. 19:55

 

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დიდ ქალაქებში გაკრული ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები მის გემოვნებაში არ ჯდება და არც ის აინტერესებს, ვისი გაკეთებულია.

 

„გემოვნების საკითხია. მე პოლიტიკაში არ ვმონაწილეობ და ჩემი ვიზუალური გემოვნება ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ სხვა სფეროში და სამყაროს სულ სხვა ნაწილშია, ამიტომ ეს გემოვნების საკითხია. ვისი გაკეთებულია, არც ეს მაინტერესებს, რადგან საერთოდ არ ვუყურებ ასეთ რამეებს, თუმცა, ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სისხლიანი რეჟიმი იყო, ამაში არც ერთი წუთით, ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა ხაინდარავამ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის ბანერზე მიხეილ სააკაშვილის გვერდით გიორგი გახარიას დანახვა, ხაინდრავა პასუხობს, რომ მისთვის მძიმე წარმოსადგენია, რომ ყოფილი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით იბრძვის. თუმცა, პოლიტიკური სტრატეგიები რეალურ ცხოვრებაში ბევრად მეტს ნიშნავს და ტრაგიკომედიას უტოლდება.

 

„ჩემთვის ძალიან მძიმე წარმოსადგენია გახარია სააკაშვილის გვერდით და ნამდვილად არ მინდა, რომ ამაში ვიყო დარწმუნებული და ჯერჯერობით, ამის საბაბს არაფერი არ მაძლევს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ბოლო ნაბიჯებს, რომელიც გახარიამ გადადგა, იმ აბსურდის პოლიტიკას ვუბრუნდებით, მაგრამ თუ აბსურდის თეატრი სცენაზე საინტერესოა და მაყურებლისთვის - პოლიტიკაში, რეალურ ცხოვრებაში ის ტრაგიკომედიის სახეს იღებს. მაგალითად კომედიაა, როდესაც უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი არცერთი არ თანხმდება ნარკოტესტის ჩატარებას ქვეყანაში, სადაც ნარკოდამოკიდებულება საზოგადოებაში ძალიან მაღალი ხარისხისაა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner